მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში გადავიყვანთ - რატი ბრეგაძე

17.12.21 19:28
მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში გადავიყვანთ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით,  მედიკოსების შესაბამისი დასკვნას მიღების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა.

კანონის წინაშე თანასწორობა პენიტენციურ სისტემაში ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა პატიმრის უფლება შესაბამისად დაცულია. თუკი რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა მის სტატუსს, ყოფილ სტატუსს ვგულისხმობ, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები. 

მას შემდეგ, რაც ჩვენ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, გვექნება სამედიცინო პერსონალის თანხმობა, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური დაწესებულების N 12-ე დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები