24 საათიანი მუშაობაა საჭირო, რომ ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოს - ღარიბაშვილი

18.12.21 11:05
24 საათიანი მუშაობაა საჭირო, რომ  ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოს - ღარიბაშვილი

"24 საათიანი მუშაობაა საჭირო, რომ  ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოს" - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მას პრემიერ-მინისტრობის პოსტის ჩაბარებისას მძიმე მემკვიდრეობა დავხვდა.

გამოწვევა და პრობლემები ბევრია ჩვენ ქვეყანაში, ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,უმუშევრობა და სიღარიბე, დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ამ გამოწვევებს ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივხედოთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით და  დაუღალავი შრომით. 24 საათიანი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ყველა ის სირთულე გადავლახოთ და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოს", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მსგავსი სიახლეები