ეს არ არის სამართლიანი შეფასება - კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

18.12.21 12:18
ეს არ არის სამართლიანი შეფასება - კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც დაგმობილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის რეფორმების გაუქმებაზე პარლამენტის გადაწყვეტილება. კობახიძის თქმით, კანონპროექტი, რომელიც მათ წარადგინეს ალტერნატივა არ აქვს.

ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რაშიც არის თავმჯდომარისა და თითოეული წევრის დამსახურება. მითუმეტეს ამის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო, როგორც სამართლიანი", - თქვა კობახიძემ.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია,რომ  ხელისუფლების მხრიდან ეს კიდევ ერთი "არასაჭირო ნაბიჯია". 

მსგავსი სიახლეები