შერიგების იდეა კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა ვირჩევ, რომ დავაკვირდე პროცესს - წულუკიანი
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ შერიგების ინიციატივა კეთილშობილურია, თუმცა ამ ეტაპისთვის ურჩევნია, რომ პროცესს მხოლოდ დააკვირდეს. წულუკიანის თქმით, მას რთულად წარმოუდგენია შერიგების შედეგი.
მე ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა, თავისთავად, კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე ჯერ პროცესს, იმიტომ, რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი, რა შეიძლება იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა, შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში, პროცესის შედეგი", - თქვა წულუკიანმა.