ესტონეთი ელჩების უკანონო მიყურადებაზე საქართველოს მთავრობას გამოძიებას სთხოვს

18.12.21 13:20
ესტონეთი ელჩების  უკანონო მიყურადებაზე საქართველოს მთავრობას გამოძიებას სთხოვს

ესტონეთი ელჩების მიყურადებაზე საქართველოს მთავრობას გამოძიებას სთხოვს. ამის შესახებ ესტონური გამოცემა  Delfi წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ესტონეთის პრემიერი ითხოვს პასუხს, რატომ უსმენდა საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ დიპლომატებს. გამოცემის ცნობით,საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ელჩების ფარული მოსმენის საკითხსაც და  ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა გამოძიების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უარყოფს, რომ ესტონეთმა საქართველოსგან შუალედური ანგარიში მოსთხოვა გამოძიების შესახებ.

მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, იყო ძალიან გულწრფელი, მეგობრული საუბარი ყველა იმ დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო ამომწურავი ინფორმაცია მიწოდებული, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის, იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ ღიაობაა სრული დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და მათ შორის, საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს. არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის. იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. არ მოსთხოვა ანგარიში! ეს რა კითხვაა? იქ ვიყავი და მეუბნებით ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ ყოფილა! გეუბნებით, როგორც იყო“, - ამბობს ზალკალიანი.

მსგავსი სიახლეები