"ოცნებამ" ღიად გამოაცხადა, რომ ჩიხში შეყავს ქვეყნის დასავლური მომავალი - სამადაშვილი

18.12.21 15:03
"ოცნებამ" ღიად გამოაცხადა, რომ ჩიხში შეყავს ქვეყნის დასავლური მომავალი - სამადაშვილი

ფრაქცია "ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეფასებით,  ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ხელს შეუშლის ქვეყნის პროდასავლურ მისწრაფებებს. სამადაშვილის თქმით, მსგავსი რიტორიკა საქართველოს დააზარალებს.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ღიად გამოაცხადა, რომ ჩიხში შეყავს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავალი. ხელცარიელი იმიტომ ჩამოვიდა ბრიუსელიდან ღარიბაშვილი, მიუხედავად იმისა რომ მან ბევრი ტყუილი თქვა, რომ დღეს ხელისუფლებას შეუსრულებელი აქვს ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს დასავლეთის წინაშე და ამის შედეგად ფერხდება ჩვენი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ "ყველას თავისი ადგილი მიუჩინა".

მსგავსი სიახლეები