ძალიან სუსტადაა, აქვს მეხსიერების პრობლემები - ლიზა იასკო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

18.12.21 15:24
ძალიან სუსტადაა, აქვს მეხსიერების პრობლემები - ლიზა იასკო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

რადას დეპუტატი, ლიზა იასკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამის შესახებ  იაკსომ   მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იასკოს თქმით, ჯერჯერობით სააკაშვილს არ გადაუწყვეტია დაესწრება თუ არა საკუთარ სასამართლო პროცესს.

ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, ბოლო 3 დღის განმავლობაში მის ჯნამრთელობასთან დაკავშირებით ვერავითარ პროგრესს ვერ ვხედავ, ის ძალიან სუსტად არის, რეაბილიტაცია მისი გათავისუფლების შემდეგ აუცილებელი იქნება, აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ძალადობამ გამოიწვია, რომელიც გლდანის ციხეში განხორციელდა.

მან არ იცის, რამდენად შეძლებს პროცესზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.", - ამბობს ლიზა იასკო.

მსგავსი სიახლეები