იუსტიციამ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

18.12.21 16:43
იუსტიციამ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

ჩვენ არათუ ვგეგმავთ არამედ, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს არის უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხი. ჩვენ იქ, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა",  -თქვა  რატი ბრეგაძემ.

 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების საქმის შესწავლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს,  ღირსების შელახვად მიიჩნია.

მსგავსი სიახლეები