მძღოლი, რომელმაც სააკაშვილი საქართველოში შემოიყვანა, დუმილს არღვევს - "შაბათის ეთერმა" ჩვენება მოიპოვა

18.12.21 20:32
მძღოლი, რომელმაც სააკაშვილი საქართველოში შემოიყვანა, დუმილს არღვევს - "შაბათის ეთერმა" ჩვენება მოიპოვა

მძღოლი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიყვანა, დუმილს არღვევს, ელგუჯა ცომაიამ პროკურატურას პირველი ჩვენება მისცა.

ცომაია დეტალურად უყვება გამომძიებელს გზას უკრაინიდან - თბილისამდე "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ მოპოვებული ჩვენებით ირკვევა, რომ ყველაფერი გემზე და უკრაინის ტერიტორიულ წყლებში დაიწყო.  ირკვევა, რომ საზღვაო ხომალდზე სააკაშვილი მისაბმელი სატვირთოს მოსასვენებელ ადგილას იყო. შემდეგ ელგუჯა ცომაიამ კარს ჭანჭიკები ისე მოხსნა რომ ლუქი არ დაზიანებულიყო. შემდეგ პრეზიდენტი კაიუტაში გადაიყვანა, სადაც ერთ სივრცეში ორი დღე-ღამე გაატარეს. 

გემზე მიხეილ სააკაშვილს ვინმესთან რაიმე სახის კონტაქტი არ ჰქონია. როგორც მახსოვს, მას თან ჰქონდა რამდენიმე მობილური ტელეფონი და ის ასევე იყენებდა ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონსაც. 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათისთვის გემი „ვილნიუსი“ შემოვიდა საქართველოში, ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. გემიდან ჩამოსვლამდე, გავხსენი მისაბმელის კარები ლუქის დაზიანების გარეშე და მისაბმელში შევუშვი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თან შეიტანა თავისი ტელეფონებიც"- წერს ცომაია ჩვენებაში. 

სააკაშვილმა სატვირთო საბარგულში ცოტა ხანი გაატარა, ელგუჯა ცომაიას ჩვენებით დგინდება, რომ საბაჟო პროცედურები მანქანამ მალე გაიარა და ფოთის პორტის მისადგომებთან სააკაშვილი მისაბმელიდან ისევ სალონში გადმოიყვანა: 

ვინაიდან ჩემი ტვირთი საჭიროებდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სპეციალურ შემოწმებას და მეც იქეთ გამიშვა შესაბამისმა სამსახურმა შემეშინდა, რომ ვინმეს არ ეპოვა მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ პირველ გამშვებ პუნქტსა და პორტიდან გასასვლელს შორის გავაჩერე ჩემი სატვირთო, მოვხსენი უკვე სპეციალურად გემზე დამუშავებული ე.წ ბოლტი და ლუქის დაუზიანებლად გავაღე უკანა მარჯვენა კარი. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა მისაბმელიდან და შემოვიდა სატვირთოს კაბინაში და დაიმალა საჭის თავზე მდებარე მოსასვენებელში"- აღნიშნავს ცომაია. 

"შაბათის ეთერი" ელგუჯა ცომაიას ჩვენებიდან ჩვენ დღეს იმ ფრაგმენტს გთავაზობთ, რომლის დეტალებიც დღემდე არ თქმულა. მათ შორის არის პრეზიდენტის ბათუმში ყოფნის ეპიზოდი. ირკვევა, რომ ზღვისპირა ქალაქში სააკაშვილი მირკოავტობუსით ჩავიდა: 

წავედით ბათუმში 29 სექტემბრის შუადღის საათებში. ჩვენ გავჩერდით ბათუმის შესასვლელში მდებარე საბაგიროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა ჩემი მიკროავტობუსიდან და რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა. მიკროავტობუსში ჩაჯდომის შემდეგ იგი თავის მობილურში ათვალიერებდა გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც მიმართავდა ქართველ ხალხს. აღნიშნულის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ წავსულიყავი ბულვარის ტერიტორიისკენ, სადაც მისვლის შემდეგ იგი კვლავ ჩამოვიდა მიკროავტობუსიდან, გაიარა ფეხით და ისევ რამდენიმე წუთში დაბრუნდა"- წერს ცომაია. 

ჩვენების მიხედვით, სააკაშვილმა და მისმა თანამგზავრმა ბათუმიდან გეზი უკვე თბილისისკენ აიღეს, თუმცა ერთმა ტექნიკურმა პრობლემამ ყველაფერი ლამის წყალში ჩაყარა - მიკროავტობუსის უკანა ფარი გაფუჭებული აღმოჩნდა, ამიტომ ივანიშვილის საზღვაო რეზიდენციასთან ახლოს, პატრულმა გააჩერა ავტომობილი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა: 

ბათუმში ჩვენ ვიმყოფებოდით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, რის შემდეგაც წამოვედით ბათუმიდან თბილისისკენ კვლავ ჩემი თეთრი ფერის მიკროავტობუსით, სადაც გზაზე შეკვეთილის მიმდებარედ გაგვაჩერა პატრულმა და მომცა გაფრთხილება უკანა ფარის გაუმართაობის გამო. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იჯდა ჩემს გვერდით, თავზე ეხურა კეპი და ეკეთა სათვალე და პირბადე. პატრულის თანამშრომელმა გაფრთხილების დაწერის შემდეგ დამრთო წასვლის ნება და მეც წამოვედი" - წერია ჩვენებაში. 

ამის შემდეგ პრეზიდენტი მიხვდა, რომ საფრთხე არსებობდა, ამიტომ გადაწყვიტა მანქანა შეეცვალათ. 

მე და მიხეილ სააკაშვილმა გადავწყვიტეთ, რომ უსაფრთხოების მიზნით უმჯობესი იქნებოდა თბილისამდე წავსულიყავით არა ჩემი მიკროავტობუსით, არამედ სატვირთო ავტომობილით. გიორგი ნარიმანიძეს შევხვდი აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე „შენგე ოილი“. ტრაილერი გაჩერებული იყო ბენზინგასამართი სადგურის წინ, ხოლო ფორდ ტრანზიტი მივუყენე მარცხენა მხარეს, მძღოლის მხარეს და უცებ გადაჯდა მიხეილ სააკაშვილი ტრაილერში, კაბინაში, მძღოლის თავზე არსებულ მოსათავსებელ ადგილში"- წერს ელგუჯა ცომაია გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ამავე ჩვენების მიხედვით, მთელი გზა სამეგრელოდან - თბილისამდე სააკაშვილი ტრაილერის მოსასვენებელ სივრცეში იყო. ელგუჯა ცომაია ყვება, რომ სწრაფი სვლით თბილისისკენ მოდიოდა, როდესაც პრეზიდენტმა ის მოულოდნელად ზესტაფონში გააჩერა. 

გზაში, დაახლოებით ზესტაფონის მიმდებარედ მიხეილ სააკაშვილმა დაიძახა, რომ საჭმელი უნდოდა. ჩვენ გავჩერდით ზესტაფონში, ერთ -ერთ სახაჭაპურესთან, სადაც მე და გიორგი ნარიმანიძე ჩამოვედით სატვირთოდან. ჩვენი ქვევით ყოფნის პერიოდში სააკაშვილიც ჩამოვიდა"- წერს ცომაია. 

შემდეგი გაჩერება უკვე მცხეთა იყო, სადაც ტრაილერი კიდევ ერთხელ შეჩერდა. სვეტიცხოვლის ფონზე პრეზიდენტმა კიდევ ერთი მიმართვა ჩაწერა. 

ამის შემდეგ პრეზიდენტი ელგუჯა ცომაიამ სახლში ქვიშხეთის ქუჩაზე მიიყვანა, მათთან ერთად იყო გიორგი ნარიმანიძე, კიდევ ერთი ტრაილერის მძღოლი კასპიდან.

იხილეთ  ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი

 

 

 

მსგავსი სიახლეები