გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მკურნალობა არაეფექტურია - ჯიშკარიანი
გორის სამხედრო ჰოსპიტალი მესამე პრეზიდენტის ადექვატურ მკურნალობას ვერ უზრუნველყოფს. ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
"ემპათიას" ექსპერტების საბოლოო დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დიაგნოზი აქვს, რის გამოც მისი მკურნალობა სპეციალიზირებულ კლინიკაში უნდა მოხდეს.
გორის ჰოსპიტალში ეფექტური არ არის მკურნალობა. ძალიან ვერაგი დიაგნოზი გახლავთ ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან დიდი ალბათობით თუკი არ იქნება ადექვატური მკურნალობა ისეთი გართულება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ინვალიდიზაცია. რაც შეეხება ციხეთა სისტემაში გადაყვანას, ეს არის კატეგორიულად შეუძლებელი, ვინაიდან ეფექტური მკურნალობა არ იყო და შედეგი არ დგას დღეს, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
ექსპერტების 1000 გვერდიანი დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს და გორის სამხედრო ჰოსპიტალს უკვე გადაეგზავნათ.