პრემიერის გზავნილები საშიშია ქვეყნისთვის - დეკანოიძე

19.12.21 12:03
პრემიერის გზავნილები საშიშია ქვეყნისთვის - დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წერვი, ხატია დეკანოიძე პრემერ-მინისტრის გზავნილებს საერთაშორისო აპრტნიორებისადმი ქვეყნისთვის საშიშს უწოდებს. ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედებით ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშილს შეწყალება სთხოვა, რათა მან დაკავებული თანამდებობიდან არ გადააყენოს.

ღარიბაშვილის გზავნილები, რა თქმა უნდა, იყო საშიში პირველ რიგში ქვეყნისთვის როდესაც იგი რუსულ დოქტრინას იმეორებს. ეს დოქტრინა ნიშნავს, რომ შენ ალმაცერად და მძიმე დამოკიდებულებით  უყურებ საერთაშორიოს პარტნიორებს. ასევე იყო ჩემი აზრით, მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ მან იგი არ გადააყენოს ანუ მე ეს გავაკეთე შენთის, ახლა შენ შემიწყალე არ გადამაყენო, - თქვა დეკანოიძემ.

 ბრიუსელიდან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პარტნიროებს ისევ თითს უქნევს. ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ თავს არავის დაუხრის. 

მსგავსი სიახლეები