დასკვნა აბსოლუტურად მისაღებია, შესაბამისი მკურნალობა სჭირდება - გიული ალასანია

19.12.21 13:18
დასკვნა აბსოლუტურად მისაღებია, შესაბამისი მკურნალობა სჭირდება - გიული ალასანია

ცენტრ "ემპათიას" სამედიცინო დასკვნას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცაიმ გუშინ გამოაქვეყნა, მესამე პრეზიდენტის დედაც ეთანხმება. გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს და თვლის, რომ შესაბამისი მკურნალობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. 

ადამიანი ვერ დადის სწორ ხაზზე და თუკი გაატარებენ, მარჯვენა მხარეს იხრება, იმ მომენტში გვერდზე თუ არავინ იქნება, შეიძლება დაეცეს. კიდევ მზერა, რომ სინჯავენ, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. აი, ეს არის. სისუსტე აქვს აშკარად. დასკვნა აბსოლუტურად მისაღებია, შესაფერისი რეაბილიტაცია სჭირდება ადამიანს. არ ვიცი ეს რამდენად უშველის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის გარეშე რომ ძალინ ცუდად იქნება საქმე, ამ დასკვნიდანაც ჩანს, - თქვა ალასანიამ. 

ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნა გუშნ გამოქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მკურნალობა სათანადოდო უზრუნველყოფილი ვერ არის, რის გამოც სააკაშვიილ სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.  

მსგავსი სიახლეები