ლაპარაკიც ზედმეტია მის ციხეში დაბრუნებაზე - გიული ალასანია სააკაშვილზე
მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელმაც შვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხსნი წინ მოინახულა, ამბობს, რომ მისი ციხეში დაბრუნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, უჭირს საკვების მიღება და ძირითადად სულ წევს.
არის სისუსტე, ჭამა არ უნდა, უნდა დააძალო, ელაპარაკო, რომ ეს აუცილებელია მისთვის და რაღაცა ერთ ლუკმას თუ შეჭამს, მერე ცდილობს რომ წამოწვეს. ლაპარაკიც ზედმეტია მის ციხეში დაბრუნებაზე ამ ეტაპზე. იმის მოლოდინი აქვს, რომ ბევრი ხალხი გამოვა და გამოხატავს თავის პროტესტს არსებული კრიზისის მიმართ, - თქვა ალასანიამ.