კალანდაძე გმირია და ესენი რაღაც ცრუ ბრალდებებს ედავებიან - ყოფილი სამხედრო
გენერალ გიგი კალანდაძის დაკავებას ყოფილი სამხედრო ლაშა ჯიღლაძე მიზანმიმართულ დევნას უწოდებს. ჯარისკაცი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დავალებას ასრულებს და ყოფილ ძალოვანებს, რომლებიც რაიმე ფორმით რუსეთს დაუპირისპირდა, სჯის.
2008 წლის ომის დროს, როდესაც გიგი კალანდაძემ არაერთი სამხედრო გადაარჩინა, აგვისტოს მოვლენების დროს, ადამიანი გმირია და ესენი ედავებიან რაღაცა ცრუ ჩვენების და ცრუ ბრალდებებზე რაღაცა შეთითხნილი საქმეებით. ეს არის მიზანმიმართული დევნა ყოფილი სამხედროების, ყოფილი პოლიციელების, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების, ვინც რუსეთს რაიმე სახით დაუპირისპირდა, იარაღით ხელში იყო თუ სამოქალაქო აქტივიზმით, ყველა იდევნება და ყველა ისჯება, ვიღაცამ უნდა დაიცვას ეს საქართველო. საქართველო ვინ უნდა დაიცვას? ვოლსკი წავა? მდინარაძე წავა? თუ ალუდა ღუდუშაური აიღებს იარაღს იქ დადგება რუსის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგენი არიან პუტინის ჩმორები და რუსების შნირები და ასრულებენ მათ დავალებას, - თქვა ჯიღლაძემ.