ალტერნატიული კონსილიუმი სააკაშვილს და გორის ექიმებს "ემპათიას დასკვნას დღეს გააცნობს

20.12.21 09:53
ალტერნატიული კონსილიუმი  სააკაშვილს და გორის ექიმებს "ემპათიას დასკვნას დღეს გააცნობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ალტერნატიული კონსილიუმი მონახულებს. ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილს და ჰოსპიტლის ექიმებს შემაჯამებელ დასკვნას გააცნობენ.

ვაპირებთ, რომ მოვინახულოთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი, გავაცნოთ დასკვნა, რომელიც იქნა ცენტრი "ემპათიის" ექსპერტების მიერ შემუშავებული, ასევე, ეს დასკვნა გავაცნოთ გორის ჰოსპიტალის ექიმებს, რათა მიღწეულ იქნას კონსენსუსი მის მკურნალობასთან დაკავშირებით, ასევე, დავსვათ საკითხი, რომ თუ არ არის ეფექტური გორის ჰოსპიტალში მისი მკურნალობა, მოძებნილ იქნას ისეთი დაწესებულება, საზღვარს შიგნით თუ საზღვარს გარეთ, სადაც ადეკვატური იქნება მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია, მას ესაჭიროება პირველ რიგში ნეირორეაბილიტაცია, რომელის სამწუხაროდ საქართველოში, ასეთი მასშტაბით და მულტიპროფილური ვერ ტარდება, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა. 

მსგავსი სიახლეები