ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი გაუჩინარდა
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი გაუჩინარდა. რამაზ გერლიანის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება.
მისი ავტომობილი ახლობლებმა პოლიციის შენობასთან იპოვეს, თავად გერლიანი არსად ჩანს.
გაუჩინარებული ეკონომიკური ტრანსპოფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა.
გერლიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშიც იჩივლა, სადაც ის ამბობდა სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება სცადეს. გერლიანი პოლიციელების ჯგუფს გენერალურ ინსპექციაშიც უჩიოდა.
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა გაუჩინარებამდე სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც რამაზ გერლიანი აღნიშნავდა, რომ 14 ნოემბერს მის საცხოვრებელ სახლში გიორგი გოგნიაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მისი თქმით, უკანონო საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ოჯახის წევრების დაშინება სცადა.
გერლიანი წერდა, რომ პოლიციელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
14 ნოემბერს შეიარარებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცყოფა... განადგურებული ვარ !"- დაწერა გუშინ გერლიანმა.