გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს

20.12.21 12:58
გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს - ეს განცხადება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა "პირველებთან" საუბრისას გააკეთა. მარგველაშვილმა მოთხოვნა გორის ჰოსპიტალში შეშვებაზე უკვე გააგზავნა და პასუხს ელოდება.

მანამდე კი მეოთხე პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან. პრეზიდენტების მოლაპარაკებების მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა.

 სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბატონი მიხეილის ნახვა სწორი და ადეკვატურია, ჩემი მხრიდან. დღეს ოფიციალურად მივმართე იფიციალურ უწყებებს, რათა დაუშვან ჩემი შეხვედრა მესამე პრეზიდენტთან. მივმართე როგორც იუსტიციის მინისტრს, ასევე სხვა პირებს, რომ ასეთი შეხვედრა უზრუნველჰყონ, თუმცა არ ვიცი, რამდენად სწორად ან გადაიდგება თუ არა ამ მიმართულებით ნაბიჯები"- აცხადებს მარგველაშვილი. 

მსგავსი სიახლეები