ჯანმრთელობის მდგომარეობა ცვალებადია, უცნობია, შეძლებს თუ არა სააკაშვილი სასამართლოზე დასწრებას

20.12.21 13:20
ჯანმრთელობის მდგომარეობა ცვალებადია, უცნობია, შეძლებს თუ არა სააკაშვილი სასამართლოზე დასწრებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცვალებადია, ამიტომ ადვოკატებს უჭირთ იმის დანამდვილებით თქმა,  შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი მომდევნო სასამართლო პროცესზე დასწრებას.

ვისაუბრეთ ამ პროცესებში მონაწილეობაზე, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს მას შესაძლებლობას, ის მონაწილეობას მიიღებს ყველა "სასამართლო განხილვაზე" რაც მიმდინარეობს ქართულ სასამართლოში მის მიმართ"- თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მისი თქმით, საუბარი ხვალ დაგეგმილ აქციასაც შეეხო: 

ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ხვალინდელ აქციას, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ქართული საზოგადოების მშვიდობიანი, მძლავრი და მწყობრი პროტესტი", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები