დამრთეთ ნება, მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი - მარგველაშვილის მიმართვა უწყებებს
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს უკვე ოფიციალურად მიმართა.
მარგველაშვილი წერს, რომ პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან "შერიგების პროცესზე" საუბარი სურს:
როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი, შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი.
სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნებ,ა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი", - წერია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში.