ხელისუფლება ქართულ სპორტს ძირს უთხრის - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

20.12.21 14:28
ხელისუფლება ქართულ სპორტს ძირს უთხრის - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

საქართველოს ხელისუფლება ქართულ სპორტს ძირს უთხრის - სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის, თქმით, კომპანიები იძულებული შეიქმნენ, ქართული სპორტის დაფინანსება შეწყვიტონ. 

მამულაშვილის განცხადებით,  სანამ პრემიერი ღარიბაშვილი სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის ინიციატივას დააყენებდა,  ხელისუფლებას კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან არ გაუვლია. აქედან გამომდინარე, ,,სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მთავრობამ არა ხალხზე ორიენტირებული, არამედ, მისთვის ხელისუფლებისთვის სასარგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. 

ჩვენდა სამწუხაროდ, მოგვიწევს სპორტის დაფინანსების შემცირება. სათამაშო ბიზნესი დიდ ინვესტიციას და კონტრიბუციას გადიოდა სპორტის დაფინანსების მიმართულებით, რაც საშუალებას აძლევდა სპორტსმენებს, წარმოეჩინათთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. 

იმ წნეხის გამო, რასაც განიცდის სათამაშო ბიზნესი ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, მოგვიწევს ხარჯების ოპტიმიზაცია. სამწუხაროა, რომ ხელის გადაგრეხვის პრინციპზე გადავიდნენ. 

იძულებულები ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სათამაშო ბიზნესი ქართულ სპორტს აღარ დააფინანსებს. ახალი კანონის მიღება ძალიან დაარტყამს სპორტს, გამომცემლობებეს, ტელევიზიებს, - განაცხადა მამულაიშვილმა.

სათამაშო ბიზნეს ასოციაციას უერთდებიან ის სპორტსმენებიც, რომლებმაც საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ ასახელეს. მათი განცხადებით, თუ ქართული სპორტის დაფინანსება შეწყდება, ისინი იძულებული გახდებიან, ან დაანებონ სპორტს თავი, ან ქვეყანა დატოვონ.  

მინდა ვთქვა, რომ სათამაშო ბიზნესი სპორტის დიდი სპონსორია. როცა სპორტსმენს დიდ ასპარეზზე გასვლა სურს, იქ დაფინასება აუცილებელია. ზუსტად ამაში გვეხმარებიან ჩვენ ეს ადამიანები. სამწუხარო იქნება ის ფაქტი, თუ ვინმე დარჩება ამის მიღმა - განაცხადა ძალოსნობაში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ.

საქართველოს პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვებს ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები