შერიგების პროცესი - პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკებები დაიწყო
პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკებები დაიწყო. სალომე ზურაბიშვილთან აუდიენცია პირველმა დავით ბაქარაძემ დატოვა.
შერიგების პროცესი - ეს გახლავთ ბევრად უფრო გრძელვადიანი და რთული პროცესი და ამ ეტაპზე ჩემს ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს შერიგებაზე საუბარი. ამ ეტაპზე უნდა შევთანხმდეთ პრინციპულ საკითხებზე, მუდმივი არასტაბილუირობა ცუდია, პოლიტიკური დევნა და დაჭერები ცუდია, ანუ ისეთ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ, რაც ქვეყანაში პროცესების ნორმალიზაციის საშუალებას მოგვცემს.
ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად უნდა შეუშვან მიხეილ სააკაშვილთან, რადგან ეს თემა შესაძლოა, გახდეს მნიშვნელოვანი საკითხი პრინციპებზე შეთანხმებისა" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამ წუთებში პრეზიდენტს ,,ქართული ოცნების" ლიდერები, ნინო წილოსანი და სოზარ სუბარი ხვდებიან, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აღიარებენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკურ კრიზისზე სასაუბროდ მივიდნენ. უმრავლესობის დეპუტატები საგანგებო შეხვდრის მოტივად ახალი წლის მიღებას ასახელებენ:
რაც შეეხება ეროვნული შერიგების საკითხს, ნინო წილოსანის აზრით, შერიგებას გარკვეული წინაპირობა უნდა ჰქონდეს. პირველ ეტაპზე კი აუცილებელია, ,,ნაცმოძრაობამ" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომები აღიაროს.
ქალბატონი პრეზიდენტი წინასაახალწლო წვეულებებს აწყობს. მათ შორის, დღეს იქნება შეხვედრა პარლამენტარ ქალებთან, ქალ მერებთან და ეს ძალიან სასიამოვნოა.
ზოგადად, შერიგების პრინციპის მოწინააღმდეგეები არ ვართ, მაგრამ შერიგებას თავისი წინაპირობები აქვს და თავის მიზანს ისახავს. თუ ეს მიზანი ვერ უქნება მიღწეული შერიგების მოტივით, მაშინ ის კარგავს აზრს - ამბობს წილოსანი.