მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე გიორგი მარგველაშვილს - მიხეილ სააკაშვილი
მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხდე გიორგი მარგველაშვილს კრიზისის დაძლევის გზებზე სასაუბროდ - წერს საქართველსო მესამე პრეზიდენტი მიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ, მის სოციალურ ქსელში განთავსდა.
მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.
ასევე, მივესალმები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ დროისთვის უცნობია, შედგება თუ არა საქართველოს სამი პრეზიდენტის შეხვედრა, ამ აუდიენციის სურვილი მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა უკვე გამოხატეს. ამ დროსთვის სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გაურკვეველია.