პოლიციელი, რომელსაც რამაზ გერლიანი უმძიმეს ბრალდებებს უყენებდა, ამ დრომდე გამოკითხული არ არის
ავჭალის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვების სერია გრძელდება - პოლიციამ უკვე დაკითხა ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტის ოჯახი. სამართალდამცავების კითხვებს ამ წუთებში პასუხობს რამაზ გერლიანის ყოფილი მეუღლე, რომელიც 14 ნოემბერს მომხდარი ინცინდენტის თვითმხილველია.
ადგილზე იმყოფება ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე, რომელიც ამბობს, რომ პოლიცია გამოკითხავს გიორგი გოგნიაშვილს, რომელსაც გაუჩინარებული კაცი ტერორში ადანაშაულებდა.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, რამაზ გერლიანის გაუჩინაურების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გარდა ამისა, პოლიციის შენობასთან ექსპერტ-კრიმინალისტები გამოჩნდნენ. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგებიც. პოლიცია გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. გაჩხრიკეს რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც.
რამაზ გერლიანს 19 დეკემბრის შემდეგ ეძებენ.
,გაუჩინარებული ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი პოლიციელს ტერორში ადანაშაულებდა. გერლიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშიც იჩივლა, სადაც ის ამბობდა, რომ გიორგი გოგნიაშვილი მისი ოჯახის წევრების დაშინებას ცდილობდა, მას კი შეურაცხყოფა მიაყენა.