პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი საქმეები - ხოშტარია და მშვენიერაძე იურისტებს ხვდებიან

20.12.21 15:51
პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი საქმეები -  ხოშტარია და მშვენიერაძე იურისტებს ხვდებიან

პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი საქმეები - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის  და სხვათა  წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია და გიორგი მშვენიერაძე იურისტებს ხვდებიან.  

იურისტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობისას მისი ოპონენტები იყვნენ. ,,ქორთიარდ მერიოტშია" დავით ჯანდიერი, გირგვლიანის ოჯახის იურისტი სტრასბურგის სასამართლოში, ასევე, ,,საიას" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი.

შეხვედრის სპიკერები ,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია და იურისტი გიორგი მშვენიერაძე არიან. 

გვინდა, ერთად ვიმსჯელოთ პოლიტიკურ დევნაზე. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც. ამ შეხვედრის მონაწილე იურისტები არის ის ხალხი, ვინც ყველაზე კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ახსნის, თუ რაშია პრობლემა ამ პოლიტიკური დევნის, რატომ არის ეს დამანგრეველი ქვეყნისთვის და როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი. მსგავსი შეხვედრები ჩვენ გვექნება ისტორიკიოსებთან, დიპლომატებთან და გვსურს, ყველა კუთხით შევხედოთ, რას ნიშნავს ჩვენთვის პოლიტიკური დევნა. - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იურისტ გიორგი მშვენიერაძის აზრით, ძალიან ბევრი საქმე ,,ქართული ოცნების" ოპერიოდში ჩატარებული, აღძრავს პოლიტიკური მიკერძოების ეჭვს. აღნიშნულ საქმეებზე კი მნიშვნელოვანია, პროფესიონალების შეხედულებები მოისმინონ, რათა გამოსავალი ერთად მოიძებნოს.

 

მსგავსი სიახლეები