გაითვალისწინეთ, მაღალჩინოსანს, ვინც უკრაინაში მაწამა, ხანგძლივი პატიმრობა ემუქრება - მიხეილ სააკაშვილი

20.12.21 16:19
გაითვალისწინეთ, მაღალჩინოსანს, ვინც უკრაინაში მაწამა, ხანგძლივი პატიმრობა ემუქრება - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალი მიმართვა - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, გაითვალისწინოს უკრაინელი მაღალჩინოსნის მაგალითი, რომელსაც მისი წამების გამო ხანგძლივი პატიმრობა ემუქრება.

გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი, თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო. 
ეტყობა, ამბები არ მოდის - უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა "წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის" სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება.
​ეს ისე მაინც გაითვალისწინეთ
- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
 

მსგავსი სიახლეები