,,ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან დასრულდა

20.12.21 17:19
,,ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან დასრულდა

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ,,ქართული ოცნების წევრებთან დასრულდა. სოზარ სუბარის ინფორმაციით,  საუბრის თემა შეეხო ზოგად, რეგიონალურ საკითხებს და მისი მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილის შესახებ მსჯელობა არ ჰქონიათ.

რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა სალომემ ბრძანა, რომ ტერმინ ,,ეროვნული შერიგებას" ურჩევნია ,,ეროვნული თანხმობა". თანხმობა ალბათ უფრო სწორი ტერმინია, ვიდრე შერიგება. თუმცა დღეს ამ თემებზე საუბარი არ ყოფილა. კარგი პროცესია შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან, არა მარტო პოლიტიკოსებთან. 

კონსესუსის საფუძველი არის სიმართლის თქმა, შემდეგი ეტაპი იქნება სამართლიანობის მიიღწევა. სამართლიანობის მიღწევა კი არ ნიშნავს იმას, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ის დაუსჯელი დარჩეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.  

პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის მისაღწევად ინდივიდუალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ცოტა ხნის წინ ზურაბიშვილი პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, დავით ბაქრაძეს, შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები