ველოდებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევას - ბადრი ჯაფარიძე

20.12.21 17:29
ველოდებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევას - ბადრი ჯაფარიძე

,,ლელოს" გენერალური მდივანი დადებითად მიიჩნევს, რომ საქართველსო მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ჩაერთო პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების საქმეში. ბადრი ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის მოწვევას ელოდება.

ველოდებით პრეზიდენტის მიწვევას, ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. კარგია, დადებითია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილიც ჩაერთო ამ პროცესში. მას სურს შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრეზიდენტ სააკაშვილთან. მგონი, ამის უფლება მას აქვს. მგონია, ეს პროცესი ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური გარემო - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველსო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ეროვნული თანხმობის მისაღწევად დღეიდან პოლიტიკოსებთან შეხვედრები დაიწყო. დღეს ის შეხვდა ოპოზიციონერ დეპუტატს, დავით ბაქრაძესა და ,, ოცნების" წევრებს, ნინო წილ;ოსანსა და სოზარ სუბარს.

მსგავსი სიახლეები