გენერალ კალანდაძის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთო

21.12.21 11:06
გენერალ კალანდაძის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთო

გენერალ გიგი კალანდაძის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთო -  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს, თქმით, უკრაინელი კონსულები დაკავების მიზეზებს არკვევენ.

გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს.  საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბერლინში შვილთან იმყოფებოდა, როცა მას ხელბორკილები დაადეს.

გიგი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა. აგვისტოს ომის საბრძოლო ოპერაციის ერთ-ერთ მეთაურზე საქართველოში დაწყებული დევნის გამო ის წლების წინ უკრაინაში გაემგზავრა და მეგობარი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში რჩევებს აძლევდა. სწორედ ამის გამო მისცეს მას უკრაინის მოქალაქეობა. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გენერალ გიგი კალანდაძის საქარველოში ექსტრადირების თხოვნით მიმართავს.

 შოთაძის უწყების მტკიცებით, კალანდაძე პასუხისგებაში მიცემულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და წამებისთვის.

მსგავსი სიახლეები