არ შევეგუებით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას - აჭარიდან ავტოკოლონა დაიძრა

21.12.21 11:22
არ შევეგუებით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას - აჭარიდან ავტოკოლონა დაიძრა

თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან.  ავტოკოლონა უკვე დაიძრა აჭარიდან

აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძის, თქმით, ქართველი ერი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პატიმრობას არ შეეგუება.

ძალიან ბევრი ადამიანი მიდის თბილისში აჭარიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა და "ოცნების" სახვა წარმომადგენლებმაც ნახონ, რომ ქართველი ერი არ ეგუება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.

მსგავსი სიახლეები