ეროვნული თანხმობის პროცესი - პრეზიდენტი სალომე სამადაშვილს ხვდება
სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში შეხვედრები და კონსულტაციები ოპოზიციასთან განახლდა -ამ წუთებში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე სამადაშვილს ხვდება.
საუბრის მთავარი თემა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ეროვნული თანხმობის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯებია.
პრეზიდეტთან პირისპირ შეხვედრისთვის დღეს ანა დოლიძეც ემზადება.
სალომე სამადაშვილს ორბელიანის სასახლეში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. "პირველებთან" საუბარი არ ისურვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც.