მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე! - მიხეილ სააკაშვილი
მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე! - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, საქართველოს დატოვებას არ აპირებს.
მე ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ის გადამერჩინა და მე მჯერა ჩემი ქვეყნის ძალიან წარმატებული მომავლის, მაგრამ ეს მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე! - წერს მიხეილ სააკაშვილი.