კახა კალაძე კლინიკიდან გამოწერეს

04.04.21 15:48
კახა კალაძე კლინიკიდან გამოწერეს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, კლინიკიდან გაწერეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში მას კვლევები და მკურნალობის კურსი უტარდებოდა. კალაძე მუშაობას დისტანციურ რეჟიმში, სახლიდან, განაგრძობს.

გარკვეული დღეების განმავლობაში სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა. არჩევნებზე, კანდიდატებზე, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად ჩემს საქმიანობას, გვექნება დიდი დრო, ვისაუბროთ და ყველაფერს გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას და ხედვებს", -  ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძეს ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს. მისი მკურნალი ექიმის, ზურაბ ფაღავას, შეფასებით, კალაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.