სამხარაულმა ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა

"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, სიკვდილიდან 6 თვის თავზე, მას შემდეგ, რაც UNESCO-მ "ტვ პირველის" ოპერატორი მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს დასკვნა გაასაჯაროვა.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურო ირწმუნება, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.
ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია ის დაზიანებები, რომელიც ლაშქარავას აღენიშნებოდა: თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე, მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, თუმცა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დაზიანებები არ არის კავშირში დამდგარ შედეგთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროსდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა შსს-მ ის დღეს გამოაქვეყნა.