45% მომხრე, 45% წინააღმდეგი - რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მოსახლეობის აზრი ორად იყოფა

05.04.21 17:41
45% მომხრე, 45% წინააღმდეგი - რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მოსახლეობის აზრი ორად იყოფა

IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია. 

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ს მიერ. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.