გამოაქვეყნეთ გლდანის ციხეში ივანიშვილის დაკვეთით ჩემზე თავდასხმის კადრები - მიხეილ სააკაშვილი

24.01.22 17:32
გამოაქვეყნეთ გლდანის ციხეში ივანიშვილის დაკვეთით ჩემზე თავდასხმის კადრები - მიხეილ სააკაშვილი

მივმართავ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნეთ გლდანის ციხეში ივანიშვილის დაკვეთით ჩემზე თავდასხმის კადრები  - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალ მიმართვაშია საუბარი. მიხეილ სააკაშვილი ასევე ითხოვს, მოპოვებულ და გასაჯაროვებულ იქნეს გორის ჰოსპიტალში მასზე მოწყობილი ძალადობის ფაქტებიც.

მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე გლდანის ციხეში ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო. იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს. 
ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.
- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.