სასტიკი ანგარიშსწორება შშმ პირზე - ენმ მოძალადე პოლიციელის დასჯას ითხოვს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იმ პოლიციელის სასწრაფოდ დასჯას ითხოვს, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე. საგანგებო ბრიფინგი ამ თემაზე ხატია დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ ჩაატარა.
"სისტემა ჩამოშლილია და უწყება, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს" - თქვა ოპოზიციის ლიდერმა.
ჩვენი მოთხოვნაა და ალბათ, საზოგადოების ყველა წევრის მოთხოვნაც, რომ სასწრფოდ, დუყოვნებლივ დააკავონ ის პოლიციელი, რომელმაც ჩაიდინა განზრახ ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პასუხისმგებლობა დადგეს იმ ადამიანის, ვის განყოფილებაშიც და დანაყოფშიც შედიოდა ეს ადამიანი.
ზოგადად, გავიაზროთ სად ვცხოვრობთ, რატომ არის სისტემა თავგასული და რატომ ხდება, რომ პოლიციის მხრიდან ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვხვდება ის სისასტიკე, რომელმაც ალბათ თითოეული თქვენთაგანი შეძრა და შეძრა ძალიან მცირე ხნით სოციალურ ქსელში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი განვითარებას ჰპოვებს, თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან ძალიან მკაცრად“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ენმ-ს ლიდერის თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში სისტემა მოშლილია:
ძალიან რთულია რომ ემოციების გარეშე ვისაუბროთ იმ შოკისმომგვრელ კადრებზე, რომელიც გავიდა. მხედველობაში მაქვს პოლიციელის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა შშმ პირის მიმართ და რეალურად ამ ადამიანის სისასტიკე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს...", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. "- თქვა დეკანოიძემ.