მიიღე ორი რეალობა - სააკაშვილის მიმართვა ივანიშვილს

24.01.22 22:31
მიიღე ორი რეალობა - სააკაშვილის მიმართვა ივანიშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ბიძინა ივანიშვილს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართავს.

სააკაშვილი ივანიშვილს ურჩევს, მძიმე სიტუაციის ცივილიზებულ და მშვიდობიან გადაწყვეტაზე ფიქრისკენ მოწუოდებს.

სააკაშვილის თქმით, მისი ამოცანაა თავისუფალი იყოს და  საქართველოში თავისუფლად გადადგილდებოდეს.

მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს. 

ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა - ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე, - წერს მიხეილ სააკაშვილი.