“მწამებელი სისტემა” - საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
“მწამებელი სისტემა” - გომელაურიწ უწყებასთან შინაგან შშმ პირთა მშობლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრბნენ და დღეს გავრცელებულ შემზარავ კადრებზე სასწრაფო რეაგირება მოითხოვეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები იმ პოლიციელის დაკავებას მოითხოვენ, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქე სასტიკად სცემა.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ მსგავსი სისასტიკე არაერთხელ გვინახავს. აღნიშნული არაერთხელ მოხვედრილა საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა პოლიციის მხრიდან ძალადობის, უკანონობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაუსჯელი რჩება" - აცხადებენ "სირცხვილიას" წევრები.
შემზარავი კადრები "ტვ პირველმა" რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.
კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:
“რომ ავალაპარაკო ახლა?” და აგრძელებს მოქალაქის ცემას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო.