პირველი ინტერვიუ ახალგაზრდასთან, რომელიც პოლიციელების მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა

25.01.22 13:02
პირველი ინტერვიუ ახალგაზრდასთან, რომელიც პოლიციელების მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა

17 წლის ბიჭი, რომელიც პოლიციელის მხრიდან წამების და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, პირველ ინტერვიუს "ტვ პირველს" აძლევს. 

შშმ პირი აღწერს, რა მოხდა მეტროსადგურ "ისანში". მისი განცხადებით, პოლიციამ ის სრულიად უმიზეზოდ გააჩერა, სამორიგეო ოთახში შეიყვანა და მუშტებს თავში ურტყამდა.

"კიბეზე რომ ჩავდიოდი, დამიჭირეს, ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს. ორნი იყვნენ. უმიზეზოდ მცემეს, ძალადობის შემდეგ გამიშვეს"- ყვება დაზარალებული. 

მისი თქმით, ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს - ძალადობას მისი მეგობრებიც შეესწრნენ. 

 

 

ნაცები ბიჭის მამა ყველას უმკაცრესად დასჯას ითხოვს. სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახურმა კი დაკითხვების ახალი სერია დაიწყო. ახლა არასრულწლოვანი გამომძიებლებს აწვდის ინფორმაციას. 17 წლის ბიჭი უწყებაში დედასთან ერთად გადაიყვანეს. 

ქალი "პირველებთან" აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ ტელევიზიით გაიგო. 

"მე არაფერი არ ვიცოდი, სამსახურში ვიყავი, მერე მითხრეს, რომ ცემესო"- ამბობს პოლიციის მიერ ნაცემი შშმ პირის დედა. 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე  შსს-ს 2 თანამშრომელი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ დააკავეს. 

"პირველების" ინფორმაციით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი  ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი