ძალადობრივი სისტემა უნდა დაინგრეს- აქცია ბათუმში
ძალადობრივი სისტემა უნდა დაინგრეს - თბილისის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმში. ერას მოედანზე ოპოზიციური პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.
ერას მოედანზე სამართალდამცველები არიან შეკრებილები. ,,ტვ პირველის" კამერამ დააფიქსირა პოლიციელები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფოტოს უღებენ და მათი იდენტიფიცირებას ცდილობენ.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.
სისტემა არარ ინდობს არავის. არც ახალგაზრდას, არც მოხუცს, არც სუსტს, არც ძლიერს. ხვალ ეს ჩვენ ყველას შეგვეხება, მოვლენ ჩვენს ოჯახებთან.
სისტემას, ,რომელიც ძალადობს, მომავალი არ აქვს, სწორედ ამიტომ ჩვენ ძალადობას ვგმობთ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.