წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად ოპოზიციონერი დეპუტატები აირჩიეს

25.01.22 15:29
წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად ოპოზიციონერი დეპუტატები აირჩიეს

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი აირჩიეს, მეორე მოადგილის პოსტი კი ,,ლელოს" წევრმა დაიკავა.

სხდომაზე მესამე მოადგილის პოსტი ,,ქართული ოცნების" დეპუტატებს შესთავაზეს, თუმცა სახელისუფლებო პარტიამ უარი განაცხადა და შესაბამისად, მესამე მოადგილის არჩევა მომდევნო სხდომამდე გადაიდო.

დეპუტატები ერთმანეთს მუნიციპალიტეტის საზიანოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.