ივანიშვილის ხელისუფლებამ 90-იანი წლების მწამებლური მელიცია გააცოცხლა - აქცია "ოცნების" ოფისთან
"დასრულდეს მწამებელი და დამნაშავე სისტემა"- ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართქავენ.
ადგილზე შეკრებილებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით - "მწამებელი სისტემა" "სისტემა ყარს", "გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია", "რომ არ იყო შემდეგი, შეცვალე ხელისუფლება".
ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დავარქვათ, ყველა ბოროტების სათავე ბიძინა ივანიშვილია და "ქართული ოცნებაა", რომლებმაც, გააცოცხლეს, 90-იანი წლების მწამებლური მელიცია, რაც "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული კადრებით დადასტურდა. ეს არ არის ერთეული შემთხვევა - ეს სისტემური დანაშაულია და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება გამოკითხვის ოთახებში, დახურულ კარს მიღმა?!
ასეთივე იყო ლუკა სირაძის საქმე, როცა ახალგაზრდა იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ თვითმკვლელობა გადაწყვიტა. თუ სისტემა არ დაინგრევა, ცვლილება არ მოხდება წამებულთა სია გაგრძელდება, შემდეგი ნებისმიერი თქვენგან შეიძლება იყოს"- აცხადებს ნიკა ფარულავა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი.