სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - ომბუდსმენი გადაწყვეტილებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ომბუდსმენი ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ სადავო ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებულია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც აუქმებს სამსახურს, ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორს (მის მოადგილეებს) და რომლებიც ინსპექტორის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელყოფენ",-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს ს ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამაც მიმართა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 30 დეკემბერს დაამტკიცა.