მორალური ტესტი: მინიმუმ - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება - მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ საჭიროა მინიმუმ უკრაინის მხარდაჭერა და ვლადიმერ პუტინს ეწოდოს აგრესორი, უკეთეს შემთხვევაში კი, იარაღის გაგზავნა.
"მორალური ტესტი უკრაინაზე: სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება. ამის შემდეგ - სანქციების დაწესება. კიდევ უკეთესი - იარაღის გაგზავნა. მკაფიო ხედვით, რომ პრინციპების ღალატი და ბოროტებისგან თავის არიდება მას მხოლოდ ამრავლებ"- წერს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი Twitter-ზე.