მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილს ხვდება

26.01.22 12:11
მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილს ხვდება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტს ხვდება. სასულიერო პირს  მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ხელისუფლებას შესთავაზა მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.