ძალიან წუხს უკრაინაზე, რომ ომი არ დაიწყოს - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილს შეხვდა
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტთან პოლიტიკაზე არ უსაუბრია. მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააკაშვილი წუხს უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
მოვინახულე უბრალოდ იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის 7 ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. წინასთან შედარებით მომეჩვენა, რომ უფრო მშვიდი იყო და დამშვიდებული სახე ჰქონდა. ჩემი საუბარი მასთან პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა ყველაფერზე ვსაუბრობთ, თუმცა ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ძალიან წუხს არის, რომ არ მოხდეს და უკრაინაში ომი არ დაიწყოს", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშილს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ხვდება.