უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია - ოპოზიცია მმართველ გუნდთან კონსულტაციებს მართავს
პარლ;ამენტში "ქართული ოცნების" და ოპოზიციის დეპუტატების შეხვედრა მიმდინარეობს. კონსულტაციები მამუკა მდინარაძის კაბინეტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივი ტექსტის შესამუშავებლად მიმდინარეობს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რეზოლუციის ერთობლივი ტექსტის შემუშავება უმნიშვნელოვანესია და ტექსტში მკაფიოდ უნდა იყოს დაგმობილი რუსეთის აგრესია.
მშვიდობის წინააღმდეგი უნდა იყოს? ტერიტორიული მთლიანობის თუ ნატოში მისწრაფების წინააღმდეგი. არავინ ეუბნება მათ რომ ჩვენ ვინმეს ომი უნდა გამოვუცხადოთ. ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობა რეგიონში. მშვიდობა საქართველოში, მშვიდობა უკრაინაში. ამისათვის არის საჭირო ეს რეზოლუცია, ჩვენ ვართ ცივილიზებული სამყაროს გვერდით და რომ დაგვჭირდეს მათი მხარდაჭერა ისინიც დადგებიან ჩვენ გვერდში", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიციასთან შეთანხმება მარტივად მოხდება.
თუ იქ ვინმე არ მოინდომებს ისეთი ნონსენსების ჩაწერას, არანაირი პრობლემა, ნორმალური, გაწონასწორებული, აზრიანი კონკრეტული რეზოლუციის მიღებისა არ უნდა არსებობდეს და ვფიქრობ, რომ არც იარსებებს", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
მიიღებს, თუ არა ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ერთობლივ რეზოლუციას, შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.