გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი წაშლილია სათვალთვალო კამერებიდან - ნიკა გვარამია
გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი წაშლილია სათვალთვალო კამერებიდან - ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ თვითონაც აქვს ეს ინციდენტი გადაღებული, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვის მიუხედავად, ამ კადრებს არ იძლევა. ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით, იქაც "წაიშლება", ან აღმოჩნდება, რომ "შეეშალათ" და არ აქვთ გადაღებული"- წერს გვარამია.