პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული ვართ - სამნიძე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ძირითადად საკითხებზე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" შეთანხმდა. ამის შესახებ "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. საბოლოო ტექსტზე და ცალკეულ ტერმინებზე შეთანხმება ამ წუთებში მიმდინარეობს.
პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული ვართ და ტექსტის საბოლოო ვერსიას ველოდებით.იმედია, უახლოეს საათებში შეთანხმებას შევძლებთ. პრინციპული საკითხია, რომ პარლამენტის რეზოლუციაში აისახოს რუსეთის აგრესიის საკითხი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი. არის შენიშვნები რაც ეხება "ვორდინგს", წინადადებებს. იმედი მაქვს, პროცესი უახლოეს საათებში დასრულდება, რადგან თუკი გვინდა, რომ რეზოლუცია პარლამენტის პირველივე სხდომაზე გავიდეს, დღეს უნდა დარეგისტრირდეს", - თქვა ხათუნა სამნიძემ.