პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა სიფრთხილე არ არის - მდინარაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე

26.01.22 15:30
პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა სიფრთხილე არ არის - მდინარაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე

"პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა სიფრთხილე არ არის, ეს არის სწორი და პრაგმატული დამოკიდებულება", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას ამბობს.

 მდინარაძის თქმით, ტექსტი პრინციპების დონეზე შეთანხნებულია, თუმცა არის გარკვეული დეტალები, რაც შესათანხმებელია.

მე ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით. რაღაც დეტალებზე, რომელიც მართლა არ იყო მნიშვნელოვანი, იყო შენიშვნები, გადავხედავთ, კიდვე ერთხელ ვიმსჯელებთ. საიმისოდ მიზეზი არ დარჩება, რომ საერთო პოზიციის შეჯერება ვერ შევძლოთ. თუკი ჩვენი კოლეგები და ოპონენტები წამოვლენ იმაზე, რომ რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან, ასეთ შემთხვევაში მარტივია შეთანხმება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას. ვგმობთ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ აგრესიას", - თქვა  მდინარაძემ  შეხვედრის დასრულების შემდეგ.